ლიტერატურული კლუბის სამოქმედო გეგმა

წიგნები:
1. დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა“;
2. ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მზიანი ღამე“, „კუკარაჩა“;
3. რევაზ ინანიშვილი - მოთხრობები;
4. მიხეილ ჯავახიშვილი - „თეთრი საყელო“, „ჩანჩურა“;
5. ოთარ ჭილაძე - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“;
6. გიორგი ლეონიძე - „ნატვრის ხე“, „ფუფალა“, „მარიტა“, „ჩორეხი“;
7. ჯემალ ქარჩხაძე - „მარიანა“, „სასწაული“, „ანტონიო და დავითი“;
8. გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“;
9. დავით კლდიაშვილი - „ქამუშაძის გაჭირვება“, „სოლომან მორბელაძე“;
10. ვიქტორ ჰიუგო - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“;
11. უილიამ შექსპირი - სონეტები, „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოტელო“, „მეფე ლირი“;
12. მიგელ დე სერვანტეს საავედრა - „დონ კიხოტ ლამანჩელი“;
13. ალექსანდრე დიუმა - „სამი მუშკეტერი“;
14. მიხაილ ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“;
15. ანა ფრანკი - „ანა ფრანკის დღიურები“;
16. ჯეკ ლონდონი - „მარტინ იდენი“;
17. ჯორჯ ორუელი - „ცხოველების ფერმა“, „1984“;
18. ერნესტ ჰემინგუეი - „მშვიდობით, იარაღო“;
19. ერიხ მარია რემარკი - „სამი მეგობარი“;
20. ონორე დე ბალზაკი - „შაგრენის ტყავი“;
21. ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“;
22. ჟიულ ვერნი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“;
23. ჯონათან სვიფტი - „გულივერის მოგზაურობა“
24. დანიელ დეფო - „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“;
25. ჰომეროსი - „ოდისეა“;
26. ნუგზარ შატაიძე - „გაღმა ნაპირი“;
27. ჰარპერ ლი - „ნუ მოკლავ ჯაფარას“;
28. ჯერომ სელინჯერი - „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“;
29. ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები;
30. ო’ჰენრი - მოთხრობები;
31. დენიელ კიზი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“;
32. კენ კიზი - „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“;
33. გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოობის ასი წელი“;
34. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“;
35. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“;
36. ალბერ კამიუ - „უცხო“;
37. ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“;
38. გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“;
39. ანტუან ეგზიუპერი - „პატარა უფლისწული“;
40. ერიკ ემანუელ შმიდტი - „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“;
41. ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“;
42. ნიკო ლორთქიფანიძე - „თავსაფრიანი დედაკაცი“, მინიატურები;
43. ფრიდრიხ ნიცშე - „ასე იტყოდა ზარატუშტრა“;
44. გურამ პეტრიაშვილი - მოთხრობები;
45. მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი“;

ფილმები:
1. პიტერ უირი, 1989 – „მკვდარი პოეტების საზოგადოება“;
2. მილოშ ფორმანი, 1975 – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“;
3. ელდარ შენგელაია, 1973 - „შერეკილები“;
4. ზაზა ურუშაძე, 2013 – „მანდარინები“;
5. მიკ დეივისი, 2004 – „მოდილიანი“;
6. რობერტო ბენინი, 1998 – „ცხოვრება მშვენიერია“;
7. რიჩარდ ლაგრავენესი, 2007 – „თავისუფლების მწერლები“;
8. სტივენ ჩბოსკი, 2017 - „საოცრება“.

 

პოეზია:
1. „ცისფერყანწელთა“ შემოქმედება;
2. გალაკტიონ ტაბიძის პოეზია;
3. ევროპული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი;
4. XX საუკუნის ქართული ლექსი;

შპს „ნერგები“
ლიტერატურული კლუბი „ოდისეა“ - წესდება
კლუბის ხელმძღვანელი: თეონა კეკელიძე
2019/2020 სასწავლო წელი

1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ლიტერატურული კლუბის სტატუსი
1 . შპს „ნერგების“ ლიტერატურული კლუბი „ოდისეა“ არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება. მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს V-XII კლასის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
2. კლუბი მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
3. კლუბი იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. კლუბს აქვს წესდება, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.
კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი
კლუბის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლე-ბების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის აზრს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კლუბის სტრუქტურა
კლუბის სტრუქტურა: ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი.
ლიდერი მოსწავლე:
1) ___________________________________(სახელი, გვარი)
არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
კლუბის კურატორი მასწავლებლები:
1) ნინო ამაღლობელი (სახელი, გვარი)
2) ციური ფუტკარაძე (სახელი, გვარი)
კურატორი მასწავლებელი არის სკოლის პედაგოგი, მისი კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ მოსწავლესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმართვაში.
ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან;
გ) ორგანიზებას უწევს საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
დ) სათანადო ინფორმაციას აწვდის კლუბის წევრებს.
კლუბის ხელმძღვანელის ფუნქციები:
• წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას;
საკლუბო მუშაობის დაწყებამდე
• სკოლის ვებ–გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
2. კლუბის წესდება;
3. კლუბის სამუშაო გეგმა;
4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეო მასალას.
საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად; რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე) რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ) მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ) რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობა
ლიტერატურული კლუბის მიზნები და ამოცანები:
1. ლიტერატურის პოპულარიზაცია;
2. მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
3. მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
5. სალონური ტიპის საღამოების ჩატარება;
6. მწერლებთან შეხვედრა, დისკუსია;
7. კონკურსების ორგანიზება;
8. ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი. 3 კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:
• კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;
• მზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
• გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;
• პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
• კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
• თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას;
• პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;
• დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას.

 

მუხლი 4. ლიტერატურული კლუბში განხრციელდება
1. მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა წერილობითი ტექსტის წაკითხვა , მათში მოცემული ინფორმაციის გაგება - გააზრება;
2. წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება;
3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;
მუხლი 5. ლიტერატურული კლუბის წევრობა
1. ლიტერატურული კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს;
2. წევრობა არის ნებაყობლობითი და კლუბის წევრი შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეც;
ლიტერატურული კლუბის წევრს უფლება აქვს:
• მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში და ღონისძიებებში;
• ისარგებლოს კლუბის ყველა რესურსით;
კლუბის სამუშაო გრაფიკი
ა) კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

1-ლი ოქტომბრიდან შპს სკოლა "ნერგებში" ფუნქციონირებას იწყებს ლიტერატურული კლუბი "ოდისეა"; ლიტერატურული კლუბის ფარგლებში ჩატარდება არაერთი ღონიძიება; კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ შპს "ნერგების" V - XII კლასის მოსწავლეებს.
კლუბის წესდება, სამუშაო გეგმა და გაწევრიანების მსურველთა განაცხადის ფორმა იხილეთ გვერდზე.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სკოლა ნერგების გუნდმაც.გუნდმა სხვადასხვა თემაზე კრეატიული ნამუშევრები წარადგინა.მათემატიკის ფესტივალი ემთხვევა პი-ს საერთაშორისო დღეს. π არის 3,14 და ზუსტად აღინიშნება მესამე თვის 14 რიცხვში.

  

    

სურათების ნახვა

მეათე ა კლასმა მასწავლის თანხლებით ჩაატარა აქცია, დაასუფთავეს ზღვისპირა ზოლის ნაწილი. ის , რაც პრეზენტაციების წარდგენის დღეს განიხლის ბროშურებისა და გაზეთის სახით დაურიგეს მოსახლეობას.

  

  

სურათების ნახვა

  შ.პ.ს. სკოლა "ნერგები"  საიტი დამზადებულია გიორგი კვეკვესკირის მიერ

  სკოლის მისიაა მოამზადოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, აქტიური და სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც იქნება ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნება. მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის, რათა სკოლის კურსთამთავრებულებმა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.