უცხოენისწრედაწყებითისაფეხურისმოსწავლეებისთვის

უცხოურიენაროგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილისასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურებაკერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდასრომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

 

წრის პრიორიტეტული მიზნებია

 მოსწავლეს:

·          განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·          განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი);
·          გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
·          ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·          განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
·          მოემზადოს თანამოღვაწეობისთვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·          განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.

 

წრის ამოცანებია:

·        გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
·        მართლწერისა და მართმეტყველების საბაზისო ნომრების ცოდნა;
·        უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·        სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·        ენობრივი უნარ-ჩვევები;
·        სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·        ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·        ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·        კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·        პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·        ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;

უცხოური ენების სწავლის სურვილი.

  შ.პ.ს. სკოლა "ნერგები"  საიტი დამზადებულია გიორგი კვეკვესკირის მიერ

  სკოლის მისიაა მოამზადოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, აქტიური და სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც იქნება ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნება. მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის, რათა სკოლის კურსთამთავრებულებმა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.