თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები
მოსწავლე / სკოლა / სიახლეები /ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024
შპს სკოლა ნერგებში წარმატებით ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა, მათ მხარი დაუჭირეს მათთვის სასურველ კანდიდატს. 🗳️
თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მე-10 კლასის მოსწავლე- ნია აბაშიძე.
ვულოცავთ ნიას და წარმატებას ვუსურვებთ მას თავის ახალ პოზიციაზე. ✅
სკოლის თვითმმართველობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებასა და მართვაში, გააძლიეროს მათი სოციალური და ლიდერული უნარ-ჩვევები და შექმნას თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას.
🫂❤️