nergebi.edu.ge

შპს სკოლა ნერგები

განცხადება-ფოტოკონკურსი

მოსწავლე / პედაგოგი / სკოლა / პროექტები / სიახლეები /

ოთხშაბათი, 9 ოქტომბერი, 2024

განცხადება-ფოტოკონკურსი

თემატური ფოტოკონკურსი შპს სკოლა ნერგების მოსწავლეებისათვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველი საკონკურსოდ წარმოადგენს ერთ ფოტოს, რომელიც გადაიღო თავად – კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ან მანამდე.
ფოტო შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. მთავარია, ფოტოზე აღბეჭდილი სურათი შეესაბამებოდეს შემოდგომის სიუჟეტს და მასზე დატანილი იყოს შინაარსობრივად დაკავშირებული თქვენთვის სასურველი მწერლის/პოეტის ციტატა.
შერჩეული ციტატა(სტრიქონი, სტროფი და ა.შ.) დატანილი უნდა იყოს საკონკურსოდ შერჩეულ ფოტოზე. წარწერა უნდა შეესაბამებოდეს ფოტოზე აღბეჭდილ სურათს, განწყობას! ფოტოზე წარწერის ფორმატს და დიზაინს განსაზღვრავს თავად ფოტოს ავტორი... კონკურსანტის თავისუფლება არ იზღუდება ასახვის მეთოდის შერჩევისას.
გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I.
II.
ΙΙΙ.
IV.
ფოტოს გადაღება, წარწერის გაკეთება და მეილზე nergebiskola@gmail.com გადმოგზავნა - 10-20 ოქტომბერი, ფოტოს ავტორი საკონკურსოდ შერჩეულ ფოტოს შესაბამისი წარწერითურთ გზავნის მითითებულ მისამართზე. ფოტოს გადმოგზავნის შემდეგ, აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას- „თქვენი ფოტო მიღებულია". თუ მსგავსი შეტყობინება არ მოგივათ, თავიდან გამოგზავნეთ ან შეგვატყობინეთ, ვადის ამოწურვის შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტი ყველა ფოტოს მიანიჭებს ნომერს.
21-22 ოქტომბერი - გადარჩევა, გადამოწმება(ნამდვილად ავტორს ეკუთვნის ესა თუ ის ფოტო თუ მისაკუთრებულია);
23-24 ოქტომბერი- მასწავლებლები ხმას აძლევენ მათთვის სასურველ ფოტოს (მათ არ იციან , კონკრეტული ფოტოების ავტორების ვინაობა, ფოტოები დანომრილია);
25 ოქტომბერი - გამარჯვებული ფოტოების გამოცხადება და დაჯილდოება.

შპს სკოლა ნერგები გისურვებთ წარმატებას!